ბულგარეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში ტყის ხანძარს ებრძვიან.
ხანძარი მძვინვარებს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად, კოსტინბროდის რეგიონში. ცეცხლმა დააზარალა, სულ მცირე, 10 კერძო საკუთრება.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 12 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობს. ბულგარეთის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდერ ჟარტოვი აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია დასახლებების დაცვა და დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია.
ძლიერი სიცხის ფონზე ტყის ხანძრებია ასევე ჩრდილოთ მაკედონიაში, ალბანეთსა და ხორვატიაში. ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსს აღწევს, ხანძრის შვიდი აქტიური კერაა დაფიქსირებული. ცეცხლია გავრცელებული ეზერანის ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე.