ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. „როიტერის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის პარტიას ამომრჩეველთა 24.2 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის ხმათა 42.5 პროცენტია დათვლილი. მეორე ადგილს პარტია „არსებობს ასეთი ხალხი“ იკავებს ხმათა 19 პროცენტით, მესამე ადგილზე კი სოციალისტები არიან, რომლებსაც ამ დროისთვის 14.9 პროცენტი აქვთ.

არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთშაბათს გახდება ცნობილი.