ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის, ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის, ბოიკო ბორისოვის პარტია ლიდერობს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „გერბი“ 23.9 პროცენტით ლიდერობს.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა ანტი-ისტებლიშმენტური პარტია „არსებობს ასეთი ხალხი“, რომელსაც ამ დროისთვის 23.7 პროცენტი აქვს.

დასავლური მედია წერს, რომ პარტია „გერბის“ სავარაუდო კოალიციურმა პარტნიორმა – „დემოკრატიულმა ბულგარეთმა“ მიიღო 12.6 პროცენტი, „ადექი! მაფია გარეთ“  კი 5 პროცენტი.

წინასწარი მონაცემებით, „სოციალისტებს“ 13.6 პროცენტი, ეთნიკური თურქების პარტია „ემარფის“ კი 10.6 პროცენტი აქვთ.

ბულგარეთში აპრილის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები მეორედ ჩატარდა. მემარცხენე-ცენტრისტულმა „გერბმა“ აპრილის არჩევენების შემდეგ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო. მთავრობის ფრმირების მიზნით საერთო პოზიციები ვერც ოპოზიციურმა პარტიებმა შეაჯერეს. ანტი-ისტებლიშმენტურ პარტიას, „არსებობს ასეთი ხალხი“ მომღერალი და პოპულარული ტელეწამყვანი, სლავი ტრიფონოვი ხელმძღვანელობს.