ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით იერიშის შედეგად ერთი გემი ჩაიძირა

11:22, 13.10.2026

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა, რომლის შედეგად ერთი გემი ჩაიძირა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემიზე იერიში სამი დრონით მიიტანეს, ის მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა უკრაინის საკუთრებაა.

მედიის ცნობით, იერიშის დროს გემ CHELSEA 3-ზე ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა, მათი ევაკუაციის შემდეგ ხუთ მეზღვაურს მსუბუქი დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

„ბულგარეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს სავაჭრო გემებზე განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმა სრულად მიუღებელია“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დრონების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მოვლენათა ლოგიკა მიუთითებს, რომ  თავდასხმების შედეგი მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის არის ხელსაყრელი.

რუმენ რადევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩ ელეონორა მიტროფანოვას მომხდარზე სასაუბროდ შეხვდება. ამასთან, მოლაპარაკებას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან.

 

მსგავსი