ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დრონის ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი დაიბარეს
ბულგარეთში დრონის ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მედიის ცნობით, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ უკრაინის ელჩი ოლესია ილაშჩუკი 8 აგვისტოს ტრანსბალკანური გაზსადენის სადგურთან, სავარაუდოდ, უკრაინული დრონის აფეთქების გამო დაიბარა.
როგორც უკრაინული მედია წერს, შეხვედრა ორშაბათს, 10 აგვისტოს გაიმართება, რადგან ილაშჩუკი ამჟამად ბულგარეთში არ იმყოფება.
იქამდე კი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დრონი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთის ტერიტორიიდან შევიდა და შემდეგ ტრანსბალკანური გაზსადენის კომპრესორული სადგურიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, ყოფილი კარდამის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად აფეთქდა.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი, სავარაუდოდ, უკრაინული იყო. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.