ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბულგარეთს მშვიდობა სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი კი „ომის ელჩად“ იქცა
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის შენობასთან ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
დემონსტრაცია პარტია „აღორძინების“ ორგანიზებით ჩატარდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, რუმენ რადევთან ერთად ნიკოლა ვაპცაროვის სახელობის საზღვაო სასწავლებელში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრს ეწვია, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მათ კორტეჟს ხილი, ბოსტნეული და კვერცხები ესროლეს.
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბულგარეთის დროშები და სკანდირებდნენ: „ურსულა, ვარნაში შენი სტუმრობა არ გვიხარია. მშვიდობა გვინდა და არა ომი“.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები იყო, ბულგარეთი სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთოს და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვოს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ვარნასა და მთელ ბულგარეთს მშვიდობა სურს, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი „ომის ელჩად“ იქცა. აქციის მონაწილეები ასევე გამოვიდნენ ევროს შემოღების წინააღმდეგ და ბულგარული ეროვნული ვალუტის, ლევის შენარჩუნება მოითხოვეს.