ბულგარეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი და თურქეთი „თურქული ნაკადის“ ბულგარეთის მიმართულებით გაგრძელებისთვის მზად არიან
ბულგარეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი და თურქეთი „თურქული ნაკადის“ ბულგარეთის მიმართულებით გაგრძელებისთვის მზად არიან

რუსეთი და თურქეთი მზად არიან, გაზსადენი „თურქული ნაკადი“ ბულგარეთის მიმართულებით გააგრძელონ, – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა. ბოიკო ბორისოვის თქმით, ბულგარეთი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს გეგმავს, რომ მოხდეს გაზის შესყიდვა და სხვა ქვეყნებში ტრანზიტი.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ბულგარეთის გავლით „თურქული ნაკადის“ ევროპაში შესვლის შესაძლებლობა განიხილება.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, კვლავ მიიღოს მონაწილეობა ბულგარეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გახსნაზეც და თქვა, რომ მოსკოვი მიესალმება ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციას.