ბულგარეთის ოპოზიციური სოციალისტური პარტია პარლამენტის დატოვებას გეგმავს
ბულგარეთის ოპოზიციური სოციალისტური პარტია პარლამენტის დატოვებას გეგმავს. მიზეზი საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებია.
პარტიის ლიდერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები კომპანიებისა და ოლიგარქების ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს, კულისებს მიღმა შეთანხმებები კი მხოლოდ კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ სოციალისტური პარტია 240-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 79 მანდატს ფლობს.
პარტიის საბჭომ პარლამენტის დატოვების საკითხს კენჭი უკვე უყარა. ახლა სოციალისტები საკანონმდებლო ორგანოში დარჩენისთვის პირობებს აყენებენ. კერძოდ, ისინი მოითხოვენ ახალ არჩევნებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, კანდიდატების უპირატესობის მიხედვით ხმის მიცემის შესაძლებლობის აღდგენას და ახალ დებატებს ხმის მიცემის ელექტრონულ მეთოდთან დაკავშირებით.