ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა, ეკლესიებს მოერიდონ და სახლებში ილოცონ
ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა, ეკლესიებს მოერიდონ და სახლებში ილოცონ

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა, ეკლესიებს მოერიდონ და სახლებში ილოცონ.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ბულგარეთის ეკლესიამ ტაძრების დახურვაზე უარი თქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა, ეკლესიამ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონს დაემორჩილონ.

„ეს არ ნიშნავს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას. ეს არის მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ, რათა სხვა მორწმუნეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლში. ჩვენ თქვენთვის ვილოცებთ“, – განაცხადა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ტაძრები ღია იქნება, თუმცა მოუწოდა მრევლს, დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან და სიწმინდეების შეხებისგან თავი შეიკავონ.

მანამდე, ბულგარეთის ხელისუფლებამ დახურა დასასვენებელი პარკები და სათამაშო მოედნები. მოქალაქეებს ქალაქებს შორის გადაადგილება მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. დაიხურა სკოლები, ბარები და რესტორნები.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს და სამხედროებს აქვთ უფლება, მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდონ. მათ ასევე მისცეს უფლება, მობილური ტელეფონების საშუალებით გააკონტროლონ კარანტინში მყოფი მოქალაქეების გადაადგილება.