ბულგარეთის ელჩი - ბულგარეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს, გვსურს, მეგობარი საქართველო ჩვენ გვერდით იყოს
არის წინსვლა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა შუა დერეფანი. შავი ზღვის პლატფორმის კონფერენციაზე განვიხილეთ გამოწვევები და შესაძლებლობები, ბულგარეთი მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს. გვსურს, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო ჩვენ გვერდით იყოს, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
„დღეს ძალიან კარგი კონფერენცია გვქონდა. მეორედ ვესწრები შავი ზღვის პლატფორმის კონფერენციას. უნდა აღვნიშნო, რომ არის წინსვლა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა შუა დერეფანი. კარგია, რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ მეგობრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რაც ყოველთვის კარგია, რადგან ეს გვაახლოებს არსებული პრობლემების გადაჭრასთან. განვიხილეთ გამოწვევები და შესაძლებლობები. ვხედავთ შესაძლებლობებს, ვიცით, რა გამოწვევები გვაქვს, მხოლოდ მათი გადაჭრა დაგვრჩა, თუმცა ეს მარტივი არ არის. ეს კარგი კონფერენციაა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას და გავაგრძელებთ მხარდაჭერას. პირველ რიგში, ბულგარეთი მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს. ძალიან გვსურს, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო ჩვენ გვერდით იყოს. ეს მნიშვნელოვანია პირველი კითხვის კონტექსტში, შავი ზღვის კონფერენციასთან დაკავშირებით. დიდი სხვაობა იქნება, თუკი რეგიონში უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირი. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს, ამ მხარდაჭერის ისტორიაც გვაქვს. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტანცია, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს. ვიმედოვნებ, რომ კარგი სიახლე იქნება საქართველოსთვის“, – განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.