ბულგარეთის დედაქალაქში ე.წ. მწვანე სერტიფიკატის შემოღება გააპროტესტეს

02:28, 21.10.2021

ბულგარეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სავალდებულო ე.წ. მწვანე სერტიფიკატის შემოღებას აპროტესტებენ, რომლის გარეშეც მოქალაქეებს რესტორნებში, კინოთეატრებსა თუ სავაჭრო ცენტრებში შესვლა შეეზღუდებათ. აქციას პოლიტიკური ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ახალი ზომები მოქალაქეებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამშაბათს გააცნო.

ბულგარეთი ევროკავშირში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი ტემპით გამოირჩევა. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 24%-ია აცრილი.

მსგავსი