ბულგარეთის დედაქალაქის აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა
ბულგარეთის დედაქალაქის აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის აეროპორტიდან, აფეთქების საფრთხის გამო, ევაკუაცია განხორციელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარეთის ნაციონალური ტელევიზია ავრცელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, განგაში ბომბის შესაძლო არსებობის გამო გამოცხადდა.

ხალხი გაიყვანეს აეროპორტის პირველი და მეორე ტერმინალიდან.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, კინოლოგები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.