ბულგარეთის დედაქალაქი სოფია განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა
ბულგარეთის დედაქალაქი სოფია განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა

ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე, დედაქალაქი სოფია გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა.

გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კირილ ანანიევმა განაცხადა, რომ თავისუფლად გადაადგილების უფლება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, სასწრაფოს მანქანებს და პოლიციელებს ექნებათ.

ქვეყანაში გამკაცრებული ზომების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღდგომის მართლმადიდებელი დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სოფიაში ქალაქიდან გამავალი ავტომობილების დიდი რიგები გაჩნდა.

ბულგარეთში კორონავირუსის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 38. შემთხვევების მკვეთრი მატება ქვეყანაში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.