ბულგარეთი: პრორუსული პარტია „აღორძინების“ მხარდამჭერები ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტს აპროტესტებენ
„აღორძინების“ მხარდამჭერები ფონ დერ ლაიენის ვიზიტს აპროტესტებენ
ვარნაში, „ნიკოლა იონკოვ ვაპცაროვის“ სახელობის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის წინ, პარტია „აღორძინების“ (Revival) მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მისი მონაწილეების უკმაყოფილება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ბულგარეთში ვიზიტს უკავშირდება. დემონსტრაცია იმართება ლოზუნგით: „ვარნას მშვიდობა სურს და არა ომი!“.
მათი პოზიცია ასეთია:
„ვარნასა და მთელ ბულგარეთს მშვიდობა სურს“;
„პროტესტი მშვიდობიანია და მიმართულია ვარნაში ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის წინააღმდეგ, რადგან ის ომის ელჩად იქცა“;
„აბსოლუტური ნეიტრალიტეტი და არა ომს – მხოლოდ მშვიდობა“;
„37 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს“;
„მას შემდეგ, რაც ევროკავშირში ვართ, ვითარება სულ უფრო უარესდება – არა იმიტომ, რომ ევროკავშირი ცუდი რამ არის, არამედ ამ ქალბატონის მმართველობა, რომელიც აქ იმყოფება, მთელ ევროპას აპარტახებს“;
„ბულგარეთს სხვის ომში ჩაბმა არ სურს“;
„არ გვინდა ევრო, ჩვენ ბულგარული ლევი გვინდა“.