ბულგარეთი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზას ბალკანეთის სახელმწიფოებს გაუზიარებს
ბულგარეთი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზას ბალკანეთის სახელმწიფოებს გაუზიარებს

ბულგარეთი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 150 000 დოზას ბალკანეთის სახელმწიფოებს გაუზიარებს. ამის შესახებ ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა სტოიჩო კაცაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბულგარეთს ევრკავშირის მასშტაბით აცრილთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა ჰყავს, თუმა ქვეყანა დათანმხდა ევროკავშირისგან „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 13 მილიონი დოზის მიღებას და მზადაა, მეზობელ ქვეყანებს გაუზიაროს.

მისივე თქმით, ბულგარეთმა უკვე მიიღო შესაბამისი მოთხოვნა ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან და ბოსნიიდან.

„ბულგარეთის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და არ არსებობს საფრთხე, რომ ბულგარეთი ვაქცინების გარეშე დარჩება“, – განაცხადა ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამის ინიციატივაზე პასუხს ბულგარეთი ევროკავშირისგან უახლოეს ხანში ელოდება.

ბულგრეთის ჯანდაცვის მინისტრმა ისიც დაადასტურა, რომ მეზობელ ქვეყნებს ძირითადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს გაუზიარებს, რადგან ამ ვაქინაზე ბულგარეთში ნაკლები მოთხოვნაა.