ბულგარეთი ევროზონაში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ივნისის ბოლომდე შეიტანს
ბულგარეთი ივნისის ბოლომდე ევროზონაში გაწევრიანების განაცხადის შეტანას გეგმავს. ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია კი აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროზონაში გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ფინანსთა მინისტრის ვლადისლავ გორანოვის თქმით, ბულგარეთმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, ევროპის ცენტრალურ ბანკთა, ევროკომისიასთან და ევროზონის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები გამართა.
„ჩვენ საგზაო რუკაზე ვმუშაობთ და მალე დავასრულებთ ამ პროცესს. არ გვაქვს მიზეზი, შევცვალოთ სტრატეგია, რომელიც იანვრიდან გრძელდება და ითვალისწინებს წევრობის განაცხადის შეტანას წლის პირველ ნახევარში“, – განაცხადა ბულგარეთი ფინანსთა მინისტრმა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია ცდილობენ, ამ მხრივ ბულგარეთის ამბიციები მოთოკონ. ბულგარეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6 300 ევროს შეადგენს, რაც ევროზონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის მეხუთედია. ამას გარდა, ევროკომისიასა და ევროპის ცენტრალურ ბანკში მიიჩნევენ, რომ ბულგარეთმა სერიოზული ძალისხმევა უნდა აჩვენოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის შვიდი წევრი, რომელიც ევროზე გადასვლას გეგმავს, ევროზონაში გაწევრიანებისთვის მზად არ არის.