ბუკინგემის სასახლეში ადასტურებენ, რომ, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლის მიუხედავად, მეფე ჩარლზის აშშ-ში ვიზიტი გეგმის მიხედვით შედგება
ბუკინგემის სასახლეში ადასტურებენ, რომ, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლის მიუხედავად, მეფე ჩარლზის აშშ-ში ვიზიტი გეგმის მიხედვით შედგება

ბუკინგემის სასახლეში ადასტურებენ, რომ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარი სროლის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტი გეგმის მიხედვით შედგება.

„მეფე ჩარლზი სრულად არის ინფორმირებული განვითარებული მოვლენების შესახებ და შვებით ამოისუნთქა, როდესაც გაიგო, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა სტუმარი უვნებლები არიან“, – აღნიშნა ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა ხვალ ოთხდღიან სახელმწიფო ვიზიტს დაიწყებენ შეერთებულ შტატებში. ისინი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდებიან.