ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ელისაბედ მეორემ ბორის ჯონსონი ბოლოს 11 მარტს ნახა
ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ელისაბედ მეორემ ბორის ჯონსონი ბოლოს 11 მარტს ნახა

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ბოლოს 11 მარტს ნახა. ამის შესახებ საუბარია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ დედოფალი თავს კარგად გრძნობს და ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს.

ეს გავრცელება ბუკინგემის სასახლემ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.