ბუკერს და დიენგს გასახდელში ჩხუბის გაგრძელება სურდათ [ვიდეო]
ბუკერს და დიენგს გასახდელში ჩხუბის გაგრძელება სურდათ [ვიდეო]

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ოთხხი შეხვედრა გაიმართა. „ფინიქსმა“ საკუთარ არენაზე „მინესოტა“ მიიღო და უშანსოდ დამარცხდა (91-118).

შეხვედრის მესამე პერიოდში მოედანზე დევინ ბუკერსა და გორგუი დიენგს შორის დაპირისპირება მოხდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დიენგმა „ფინიქსის“ გამთამაშებელს იდაყვი სახეში გაარტყა.


ინციდენტი პარკეტზე არ ამოიწურა და მონაწილე კალათბურთელებმა ჩხუბის გაგრძელება გასახდელშიც ისურვეს.

სავარაუდოდ, სადისციპლინო კომიტეტი სპორტსმენებს სანქციებს დაუწესებს.