ბუკერს და დიენგს გასახდელში ჩხუბის გაგრძელება სურდათ [ვიდეო]
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი ოთხხი შეხვედრა გაიმართა. „ფინიქსმა“ საკუთარ არენაზე „მინესოტა“ მიიღო და უშანსოდ დამარცხდა (91-118).
შეხვედრის მესამე პერიოდში მოედანზე დევინ ბუკერსა და გორგუი დიენგს შორის დაპირისპირება მოხდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დიენგმა „ფინიქსის“ გამთამაშებელს იდაყვი სახეში გაარტყა.
Finally, here’s the elbow Booker took from Dieng clearing out after a rebound that upset him pic.twitter.com/5u3UcUg8lO
— CJ Fogler (@cjzero) January 23, 2019
ინციდენტი პარკეტზე არ ამოიწურა და მონაწილე კალათბურთელებმა ჩხუბის გაგრძელება გასახდელშიც ისურვეს.
Gorgui Dieng told Devin Booker to meet him in the back and they both took off down the tunnel 😳 pic.twitter.com/BjPwajISyu
— Dime (@DimeUPROXX) January 23, 2019
სავარაუდოდ, სადისციპლინო კომიტეტი სპორტსმენებს სანქციებს დაუწესებს.