ბუიარ ოსმანი - ჩრდილოეთ მაკედონია ეუთო-სთან ერთად მხარს უჭერს ყველა პრაგმატულ ძალისხმევას, რომელსაც რეალური შედეგი მოაქვს კონფლიქტების დროს დაზარალებულებისთვის
ბუიარ ოსმანი - ჩრდილოეთ მაკედონია ეუთო-სთან ერთად მხარს უჭერს ყველა პრაგმატულ ძალისხმევას, რომელსაც რეალური შედეგი მოაქვს კონფლიქტების დროს დაზარალებულებისთვის

ჩრდილოეთ მაკედონიამ ჩავიბარეთ ეუთო-ს თავმჯდომარეობა, როდესაც ომი დაბრუნდა რეგიონში, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ძირი გამოუთხარა ჩვენი ორგანიზაციის საფუძველს, ღირებულებებს და ვალდებულებებს, რომელიც ამყარებდა მშვიდობას ათწლეულების განმავლობაში, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანმა განაცხადა.

როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, დღესდღეობით ეუთო არის ისე საჭირო, როგორც არასდროს.

„ჩვენ გვაქვს თქვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად, ყოვლისმომცველად მოგვარების მიზანი. ყველა ძალისხმევას ვუჭერთ მხარს, რომელიც პოზიტიურ დინამიზმს აძლევს ადრე შეთანხმებული ზომების შესრულებას. ჩვენ განვსაზღვრავთ ახალ მიმართულებებს ჩართულობებისთვის, რაც მოიცავს სასიცოცხლო სტრუქტურებს, როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციაზე რეაგირების მექანიზმი“, – განაცხადა ბუიარ ოსმანმა.

ბუიარ ოსმანის განცხადებით, ეუთო მხარს უჭერს ყველა პრაგმატულ ძალისხმევას, რომელსაც რეალური შედეგები მოაქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც დაზარალდნენ კონფლიქტების დროს.

„ჩრდილოეთ მაკედონია სრულად უჭერს მხარს ძირითადი მიმართულებების ფუნქციონირებას ერთობლივი ხელმძღვანელობით ეუთო-ს, გაერო-ს და სხვა ორგანიზაციების მხრიდან. ეს დიპლომატიური მიმართულებები უნდა იყოს ღია არა მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაციები, არამედ იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ის შედეგები, რომელიც დადგა 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა პრაგმატულ ძალისხმევას, რომელსაც რეალური შედეგები მოაქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც დაზარალდნენ კონფლიქტების დროს, ეს მნიშვნელოვანია ხალხისთვის და სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ, რომ მივცეთ ის რეალური შედეგები, რომელიც საშუალებას მისცემს, იცხოვრონ ნორმალურად, მშვიდობიანად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა მშვიდობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ 57-ე სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართა ჟენევაში გასულ კვირაში. შემდეგი ინციდენტების პრევენციების შეხვედრა გაიმართება 27 აპრილს და ჩვენ ვიმუშავებთ იმ მოსახლეობასთან, რომელიც დაზარალდა კონფლიქტით. ჩვენ არ დავზოგავთ ძალისხმევას, რათა მოგვარდეს ისეთი საკითხები, როგორიც არის დაკავება, რომ მოხდეს მშვიდობის და ჰუმანიტარული საკითხების მხარდაჭერა. მე აქ ვიმყოფები სამხრეთ კავკასიის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, რომელიც იქნება ჩემი თვალები და ყურები ამ პრიორიტეტების რეალიზებისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს პრიორიტეტები მოახდენს ფოკუსირებას ადამიანებზე ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით“, – განაცხადა ოსმანმა.