ბუფონს პოსტები შესთავაზეს „იუვენტუსსა“ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში
ბუფონს პოსტები შესთავაზეს „იუვენტუსსა“ და იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში

„იუვენტუსის“ 40 წლის მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სამენეჯერო სამუშაოზე წინადადებები მიიღო.

როგორც გამოცემა Tuttosport-ი ამტკიცებს, ლეგენდარულ გოლკიპერს შესთავაზეს პოსტები „იუვენტუსის“ სტრუქტურაში, აგრეთვე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში.

კლუბშიც და ფედერაციაშიც ფიქრობენ, რომ ბუფონს გააჩნია საჭირო ქარიზმა და შესაბამისი თვისებები ხელმძღვანელ თანამდებობებზე სამუშაოდ.

თავად ბუფონს ​თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.