ბუფონმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ბუფონმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ლეგენდამ ეს განცხადება შვედეთთან პლეი ოფის განმეორებითი მატჩის შემდეგ გააკეთა.

„ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი ნაკრებში. მაპატიეთ, გვაპატიეთ ყველას“, – განაცხადა „იუვენტუსის“ გოლკიპერმა მატჩის შემდეგ ინტერვიუში.

ბუფონი იტალიის ნაკრებში 1997 წლიდან გამოდიოდა. ამ გუნდში 175 მატჩი ჩაატარა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.