ბუფონის გამოსათხოვარი მატჩი ტურინში ან პარმაში გაიმართება
ბუფონის გამოსათხოვარი მატჩი ტურინში ან პარმაში გაიმართება

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია “იუვენტუსის” მეკარისთვის ჯანლუიჯი ბუფონისთვის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარებას გეგმავს. როგორც Football Italia წერს, მატჩი “იუვენტუსის” ან “პარმას” სტადიონზე გაიმართება. ეს ის ორი კლუბია, რომლებშიც ლეგენდარულ მეკარეს თავის კარიერაში უთამაშია.

ბუფონი სანაკრებო კარიერის დასრულებას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებდა, მაგრამ იტალიის ნაკრებმა ვერ შეძლო იქ მოხვედრა შვედეთთან პლეი ოფის წაგების შემდეგ. ტურინელთა მეკარემ ამის შემდეგ ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.