ბუფონი - ევრო 2020-ზე თამაშს არ გამოვრიცხავ
ბუფონი - ევრო 2020-ზე თამაშს არ გამოვრიცხავ

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

მანამდე 39 წლის იტალიელმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა, მაგრამ იტალიის ნაკრები ვერ გავიდა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე.

შვედეთთან პლეი ოფის წაგების შემდეგ, ბუფონმა გამოაცხადა, რომ აღარ ითამაშებდა ეროვნულ გუნდში.

„თამაში ევრო 2020-ზე? არ გამოვრიცხავ“, – მოჰყავს ბუფონის სიტყვები თავის „ტვიტერზე“ beIN Sports-ის ჟურნალისტტანკრედი პალმიერის.