ბუენოს აირესთან მდებარე სამრეწველო კომპლექსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 15 პირი დაშავდა, გაუქმებულია რამდენიმე ავიარეისი [ვიდეო]

ბუენოს აირესის მახლობლად მდებარე სამრეწველო კომპლექსში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, დაშავებულია, სულ მცირე, 15 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონის საავადმყოფოები კოორდინირებულად მუშაობენ და მზად არიან დაშავებულთა მისაღებად.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აფეთქებებისა და შემდგომი ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლის გამო რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა.