ბუენოს აირესში ავტომობილი ჩინეთის საელჩოს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციამ მანქანის მძღოლი დააკავა. ის აღიარებს, რომ ამ გზით საელჩოში შეღწევას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ გამნაღმველები, თუმცა ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
მომხდარის დროს ბრაზილიაში ჩინეთის ელჩი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არ იმყოფებოდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს.