ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო წუთებზე მოიგო #1TVSPORT

17:26, 29.08.2026

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმმა“ „დრეზდენს“ უმასპინძლა და სანახაობრივი ბრძოლა ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით 5:3 მოიგო.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრა „ჰაიდენჰაიმისთვის“ კარგად ვერ დაიწყო. 77-ე წუთისთვის სტუმრები 2:1-ს იგებდნენ. მაგრამ ქართველის გუნდმა ამის შემდეგ თამაში მკვეთრად შემოატრიალა, ოთხი გოლი გაიტანა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

3 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა“ 6 ქულა დააგროვა და მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე გადავიდა.

მსგავსი