ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის ბუნდესლიგაში „ფრაიბურგს“ ესტუმრა, მინიმალური სხვაობით – 0:1 დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა ისევ გაირთულა.
21-ე ტურის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, ანგარიში კი მასპინძლებმა 30-ე წუთზე გახსნეს. „ფრაიბურგის“ შეტევა იტალიელმა ნახევარმცველმა, ვინჩენცო გრიფომ დააგვირგვინა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა, მაგრამ ბუნდესლიგის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდში თავის გამოჩენა უჭირს და გუნდს ვერც ამჯერად დაეხმარა.
საბოლოოდ, „ფრაიბურგმა“ შეხვედრა მოგებამდე მიიყვანა, „ჰაიდენჰაიმი“ კი 21 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 პოზიციაზეა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის რეალური კანდიდატია.