ბუდუ ზივზივაძე - უნგრეთის ვიცე-ჩემპიონთან ტრანსფერი შეთანხმებულია და კონტრაქტს მალე გავაფორმებ
ბუდუ ზივზივაძე - უნგრეთის ვიცე-ჩემპიონთან ტრანსფერი შეთანხმებულია და კონტრაქტს მალე გავაფორმებ

„ტრანსფერის საკითხი გადაწყვეტილია, ახლა ათენიდან ბუდაპეშტში მივფრინავ და „ფეჰარვართან“ კონტრაქტს გაავაფორმებ“ – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ საქართველოს პირველ არხთან.

საქართველოს ნაკრებისა და „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელის ახალი გუნდი, უნგრეთის ვიცე-ჩემპიონი „ფეჰერვარი“ (იგივე „ვიდეოტონი“) მდიდარი ტრადიციის გუნდია და წელს ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

„მიხარია, რომ ასეთი ტრადიციის მქონე გუნდი მიწვევს, რომელიც ორი წლის წინ ქვეყნის ჩემპიონი იყო და ევროსარბიელზე „ჩელსი“ დაამარცხა. „მეზოკოვეშდი“ ასეთი გუნდი არაა და მიხარია, რომ ძლიერ გუნდში გადავედი“ – აცხადებს ზივზივაძე.

ბუდუ ზივზივაძე კონტრაქტის დეტალებზე გველაპარაკა: „შემოთავაზებული კონტრაქტი სამწლიანია და ბუდაპეშტში ჩასვლის შემდეგ კონტრაქტს ხელს მოვაწერ“.

მან სატრანსფერის ფინანსურ მხარეზეც ილაპარაკა: „ჩემს ამჟამინდელ გუნდ „მეზოკოვეშდთან“ კონტარქტი 2022 წლამდე მაკავშირებდა. ამიტომ „ფეჰერვარმა“ თანხა უნდა გადაიხადოს. ზუსტი თანხა ჩემთვის უცნობია სავარაუდოდ, ლაპარაკი 500 ათას ევროზე იქნება“.