ბუდუ ზივზივაძე გააძევეს, „ჰაიდენჰაიმი“ „დორტმუნდთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე გააძევეს, „ჰაიდენჰაიმი“ „დორტმუნდთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისა და „ჰაიდენჰაიმისთვის“ უიღბლო გამოდგა ბუნდესლიგის მორიგი ტურის დაპირისპირება, რომელშიც ქართველი მოედნიდან გააძევეს, მისი გუნდი კი 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მხოლოდ 22 წუთი ითამაშა, მაგრამ ის ძირითად შემადგენლობაში იყო. საქმე ისაა, რომ ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც შეხვედრა კარგად დაიწყო, 22-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ამით „დორტმუნდმა“ ისარგებლა და გირასის (34) და ბაიერის (45+6) გოლებით პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, შესვენების შემდეგ კი თამაში მოგებამდე მშვიდად მიიყვანა.