ბუდუ ზივზივაძე: „დინამო“ რთული თამაშისთვის მზადაა

14:33, 12.07.2018

თბილისის „დინამო“ დღეს „ევროპა ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშს გამართავს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სლოვაკეთში „დუნაისკა სტრედას“ ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თბილისელები ბრატისლავაში ჩარტერული რეისით ჩაფრინდნენ და „მოლ არენაზე“ ივარჯიშეს. „დინამოს“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იმედოვნებს, რომ გუნდი მეტოქეს ღირსეულად ეთამაშება.

„მიმაჩნია, რომ „დინამო“ ოპტიმალურ ფორმაშია. გუნდში იდეალური განწყობაა, რაც ხვალ ძალიან წაგვადგება. რთულ თამაშს ველოდებით, მაგრამ ამისთვის ბიჭები მზად არიან და შევეცდებით, რომ „დინამოს“ და საქართველოს სახელი ღირსეულად დავიცვათ“ – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

 

მსგავსი