ბუდაპეშტში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა
ბუდაპეშტში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა.
ბუდაპეშტში, პარლამენტის შენობის წინ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციაზე იმყოფებოდნენ მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და ჟურნალისტები.
დემონსტრანტებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით: „ნახვამდის, ვიქტორ“ და „ორბანმა პოლიტიკოსობა შეწყვიტა, ის ციხეს იმსახურებს და არა არჩევნებში მონაწილეობის შანსს“.
პარტია „ფიდესმა“ 14 მაისს პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ“, ვინაიდან ეს დაფინანსება მიჩნეულია „საფრთხედ უნგრეთის სუვერენიტეტისთვის“. უნგრეთის 100-ზე მეტმა ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ ხელისუფლების საკანონმდებლო წინადადებები გააკრიტიკა, რომლებიც, მათი თქმით, „რუსულ კანონს ჰგავს უცხოელი აგენტების შესახებ და მიმართულია უნგრეთში დემოკრატიის განადგურებისკენ“.