ბუდაპეშტში დუნაის ადიდებამ წყალდიდობა გამოიწვია
ბუდაპეშტში დუნაის ადიდებამ წყალდიდობა გამოიწვია

მდინარე დუნაის ადიდების გამო ბუდაპეშტში წყალდიდობაა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. 

მედიის ცნობით, კლიმატის მკვლევარის განცხადებით, თოვლი გადნა და მდინარე დუნაის შენაკადებში ნალექი მოვიდა, ამან კი უჩვეულოდ ადრეული წყალდიდობა გამოიწვია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებების გამო, ადრეულმა წყალდიდობამ შესაძლოა, უფრო მასშტაბური სახეც მიიღოს.

უნგრეთის წყლის მენეჯმენტის გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ დუნაიმ 6,93 მეტრს მიაღწია. ეს უმაღლესი მაჩვენებელია 2013 წელს დაფიქსირებული 8,91 მეტრის შემდეგ, როდესაც მაისის ბოლოს ძლიერი წვიმის შემდეგ ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობა დაიწყო.

ბოლოს დუნაის დონემ 6 მეტრს დეკემბრის თვეში 1987 წელს გადააჭარბა, თუმცა სანაპირო გზები მაშინ არ დატბორილა.