ბუდაპეშტში დღეს ლგბტ თემის უფლებების მხარდასაჭერად მასშტაბური შეკრებაა დაგეგმილი
ბუდაპეშტში დღეს ლგბტ თემის უფლებების მხარდასაჭერად მასშტაბური შეკრებაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, შეკრებაზე ათიათასობით ადამიანს ელოდებიან, მათ შორის სხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს. მედიის ცნობით, უცხოელ სტუმრებს შორის იქნება თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰაჯა ლაჰბიბი და ევროპარლამენტის დაახლოებით 70 წევრი.
მსვლელობას მხარდაჭერა 30-ზე მეტმა საელჩომ გამოუცხადა, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს ამ მსვლელობის ჩატარებას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსვლელობაში მონაწილეობას შესაძლო სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.