ბუდაპეშტში არჩევნებში ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიის გამარჯვება გააპროტესტეს
ბუდაპეშტში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ათასობით მოქალაქემ არჩევნებში ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიის გამარჯვება გააპროტესტა.
აქციის მონაწილეებმა არჩევნების შედეგების გადათვლა, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და ოპოზიციის გაერთიანება მოითხოვეს. დემონსტრანტების თქმით, ვიქტორ ორბანმა მათ არჩევანი მოპარა.
8 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ორბანის პარტია „ფიდესმა“ ხმების 49%-ზე მეტი მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ ის მეოთხე ვადით გახდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ბუდაპეშტში გამართული მიტინგი სოციალური ქსელებით იყო ორგანიზებული და მას 100 000 ადამიანი შეუერთდა. მომიტინგეები ამბობენ, რომ ანტისამთავრობო გამოსვლები შემდეგ კვირაშიც გაიმართება.