ბუდაპეშტის გრანდ სლემი | ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლის, თემურ ნოზაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ლუხუმ ჩხვიმიანი (60) ვერცხლისმედალოსანი, ხოლო ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ჩხვიმიანმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირება ბელგიელ იორ ვერსტრაეტენთან დამატებით დროში დათმო და ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა.
ფინალურ ბლოკში ვიხილეთ ახალგაზრდა თემურ ნოზაძეც (60), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ორი ვაზარით მონღოლი არიუნბოლდ ენკტაივანი დაამარცხა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი მესამე ქართველი ვაჟა მარგველაშვილი (66) რეპეშაჟში დამარცხდა და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა.