ბუჩას მერი – ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში, პრაქტიკულად 90 პროცენტი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული

16:44, 07.04.2022

ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედერიუკი აცხადებს, რომ ქალაქში ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა.

ქალაქის მერის თქმით, თითქმის ყველა ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

„გუშინ საღამოს მონაცემებით, 320 სამოქალაქო პირია ნაპოვნი. ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ყოველდღიურად ვპოულობთ ცხედრებს ეზოებში, ქუჩებში, სამალავებში. პრაქტიკულად 90 პროცენტი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული და არა სარაკეტო იერიშის დროს“, –  განაცხადა ქალაქის მერმა.

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაზე კონტროლი რამდენიმე დღის წინ აღადგინეს. უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

მსგავსი