უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კვლავ ლეგენდარული მძლეოსანი სერგეი ბუბკა იქნება. სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი მეოთხედ აირჩიეს პრეზიდენტად. ის ამ პოსტს 2005 წლიდან ინარჩუნებს.
გარდა ამისა, სერგეი ბუბკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრია, ასევე მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ.
ბუბკა უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად 2022 წლის ბოლომდე დარჩება.