უკრაინელ ლეგენდას კორუფციის ბრალდება მოუხსნეს
უკრაინელ ლეგენდას კორუფციის ბრალდება მოუხსნეს

მძლეოსნობის ანტიკორუპციულმა ორგანიზაციამ (AIU) გადაწყვიტა, არანაირი დისციპლინარული სანქცია არ გამოიტანოს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, სერგეი ბუბკას მიმართ, რომელიც კორუფციაში იყო ეჭვმიტანილი.

გასული წლის სექტემბერში შესაბამისი ინფორმაცია გამოაქვეყნა ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა. მისი მონაცემებით, ლეგენდარული მძლეოსანი დაკავშირებული იყო 2016 წლის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევისას ხმების მოსყიდვის კორუფციულ სქემასთან. კერძოდ, გაზეთი წერდა, რომ ბუბკამ 2009 წლის 18 ივნისს 45 000 დოლარი გადაურიცხა ოფშორულ კომპანია New Mills Investments-ს, რომლის ბენეფიციარი იყო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მთავარი ხაზინადარი და რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინ ბალახნიჩევი. 2016 წელს რუსი სამუდამოდ ჩამოაშორეს საერთაშორისო მძლეოსნობას დოპინგის საქმეში მონაწილეობისა და რუსეთში სპორტსმენების მოსყიდვისთვის.

თავად ბუბკამ ამ ბრალდების შემდეგ განაცხადა, რომ 2009 წელს შესრულებული ეს გადარიცხვა მართლაც ბალახნიჩევის მისამართით იყო და ის მძლეოსნობის ტურნირის ჩატარებას ემსახურებოდა.