ჭოკით ხტომაში ბოლო ერთ კვირაში მეორე რეკორდი დამყარდა
ჭოკით ხტომაში ბოლო ერთ კვირაში მეორე რეკორდი დამყარდა

შვედმა ჭოკით მხტომელმა არმან დუპლანტისმა ბოლო ერთ კვირაში დახურული არენებისთვის რეკორდი მეორედ დაამყარა. შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში გრანპრის ტურნირზე, 20 წლის სპორტსმენმა 6 მეტრი და 18 სანტიმეტრი სიმაღლე დაძლია და ერთი სანტიმეტრით გააუმჯობესა თავისივე რეკორდი, რომელიც ერთი კვირის წინ, პოლონეთის ქალაქ ტორუნში დაამყარა.

ღია სტადიონებისთვის მსოფლიოს რეკორდი ეკუთვნის ლეგენდარულ უკრაინელ სერგეი ბუბკას, რომელიც 1994 წლის 31 ივლისს, იტალიის ქალაქ სესტრიერში 6 მეტრსა და 14 სანტიმეტრზე გადახტა.

დატოვე კომენტარი