ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. პორტუგალიელმა ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
ახალი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გარიგების თანახმად, ფერნანდეში წელიწადში ხელფასის სახით 16 მილიონ ევროს მიიღებს.
პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2020 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 27 წლის ნახევარმცველმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.