ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდი ხნით დარჩენას გეგმავს
ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდი ხნით დარჩენას გეგმავს

ბრუნო ფერნანდეში ერთი წელია, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს და მისი თქმით, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აპირებს გუნდში დარჩენას.

„წითელი ეშმაკები“ ბოლო ორი თამაშია კარგად ვერ გამოიყურებიან. სოლსკიაერის გუნდი ჯერ „ოლდ ტრაფორდზე“ მოულოდნელად დამარცხდა პრემიერლიგის აუტსაიდერ „შეფილდ იუნაიტედთან“ და შემდგომ „არსენალთან“ სტუმრად 0:0 ითამაშა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი „მანჩესტერში“ ყოფნის ერთ წლის იუბილეს პოსტის საშუალებით გამოეხმაურა:

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ის შედეგი, რითიც მსურდა „მანჩესტერში“ ყოფნის ერთი წლის იუბილე აღმენიშნა, მაგრამ ჩვენ განვითარებას განვაგრძობთ. ჩემთვის უდიდესი პატივია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორმის ტარება. ამ გუნდის ისტორია გამარჯვებებზეა აგებული. მე აქ ამ მემკვიდრეობის გასაგრძელებლად ვარ მოსული და არ მოვისვენებ, სანამ ამას არ ვიზამ. ყველა გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის. ვიმედოვნებ, ეს იყო ჩვენი დიდი ხნით ერთად ყოფნის პირველი წელი.“

 

View this post on Instagram

 

A post shared by Bruno Fernandes (@brunofernandes.10)