ბრუნო ბალვანერა - საქართველოში ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
ბრუნო ბალვანერა - საქართველოში ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერას გააგრძელებს, – განუცხადა ჟურნალისტებს ორგანიზაციის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დაფინანსება.

როგორც ბალვანერამ განაცხადა, EBRD-ის დირექტორთა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებას, რადგან ეს პროექტი მნიშნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგორესურსების გამომუშავებისა და მზარდი მოხმარების დაკმაყოფილებისთვის.

„ნენსკრაჰესისთვის“ EBRD 230 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, 150 მილიონ დოლარს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფს.

„ახლა ველოდებით სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას“, – დასძინა ბალვანერამ.