ბრუნო ბალვანერა - ეროვნულ და კომერციულ ბანკებს ახალი რეგულაციების გავლენაზე განსხვავებული პროგნოზები აქვთ
ბრუნო ბალვანერა - ეროვნულ და კომერციულ ბანკებს ახალი რეგულაციების გავლენაზე განსხვავებული პროგნოზები აქვთ

სამხრეთ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა აცხადებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ხელს უწყობენ კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის მიმდინარე დიალოგს, რომლის მიზანი სესხებთან დაკავშირებით ასამოქმედებელ რეგულაციებზე პოზიციების დაახლოებაა.

„ინვესტორთა საბჭოზე შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ჩემთვის კარგად ცნობილია კომერციული ბანკების პოზიცია. ასევე, ეროვნული ბანკის პოზიცია. ამ ეტაპზე ორივე მხარეს აქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია. მათ სურთ გაიგონ, რატომ აქვთ ასამოქმედებელი რეგულაციების მოსალოდნელ გავლენასთან დაკავშირებით განსხვავებული პროგნოზები. მე არ მაქვს საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ დიალოგს ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის“, – აღნიშნა ბალვანერამ.

ახალი რეგულაციების ამოქმედება კომერციული ბანკებისთვის პირველი იანვრიდან იგეგმება. შედეგად, მოქალაქეთა ნაწილისთვის წვდომა სესხებზე, სავარაუდოდ, შეიზღუდება.