ბრუკლინში სროლისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა
ბრუკლინში სროლისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა

ბრუკლინში სროლისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „ენბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან უმისამართოდ გახსნეს. ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა.

ერთ-ერთი დაშავებული 23 წლის გოგოა, რომელსაც მკერდის არეში ოთხი ჭრილობა აქვს მიღებული. კიდევ სამი დაშავებული 19 წლის ბიჭები არიან. ასევე, მეხუთე დაშავებულია 19 წლის გოგო, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მას ზურგში ესროლა.

სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.