ბრუკლინში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია სულ მცირე 90 ადამიანი
ბრუკლინში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია სულ მცირე 90 ადამიანი

ნიუ იორკის შტატში, ბრუკლინში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 90 ადამიანი. დაშავებულია ერთი პოლიციელი.

აქციის მონაწილეები ბრუკლინის სასამართლოს შენობასთან იყვნენ შეკრებილები. პოლიცია მათ შენობასთან ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტერანს მონაჰანი აცხადებს, გასულ ღამეს ძარცვის მცდელობებს ადგილი აღარ ჰქონია და საპროტესტო აქციებს შედარებით მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.

აშშ-ში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.