„ბრუკლინმა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა „ბოსტონი“ და სერიაში 2:0 დაწინაურდა #1TVSPORT
„ბრუკლინმა“ საკუთარ მოედანზე სერიის მეორე მატჩიც მოუგო „ბოსტონს“ და სერიაში 2:0 წაიყვანა ანგარიში.
ჯო ჰარისმა პირადი რეკორდი დაამყარა შვიდი ზუსტი სამქულიანითა და 25 ქულით, დურანტის, ჰარდენისა და ირვინგის ტრიომ კი 61 ქულა დააგროვა.
„ბოსტონის“ ლიდერებმა ჩააგდეს შეხვედრა. პირველ რიგში ეს ჯეისონ ტეიტუმზე ითქმის. მან 12-დან მხოლოდ სამი სროლა ჩააგდო და 21 წუთის შემდეგ დატოვა მატჩი თვალის დაზიანების გამო.
აღსანიშნავია, რომ „ბოსტონმა“ ზედიზედ მეცხრე საპლეიოფო მატჩი წააგო „ნეტსთან“.
ბრუკლინი-ბოსტონი 130:108 (40:26, 31:21, 38:35, 21:26)
ბრუკ: დურანტი (26+8 მოხსნა+4 დაფარება), ჰარისი (25), ჰარდენი (20+7 პასი), ირვინგი (15+6 პასი), გრიფინი (11) – სასტარტო; შემეტი (10), ბრაუნი (6+8 მოხსნა), გრინი (6), ჯეიმსი (4), ტ. ჯონსონი (3), ჯონსონი (2), პერი (2), კლექსტონი (0), ლუვავუ-კაბარო (0).
ბოს: სმარტი (19+6 პასი), უოკერი (17+7 პასი), ფურნიე (16), ტომპსონი (15+11 მოხსნა), ტეიტუმი (9) – სასტარტო; რ. უილიამსი (8), ჰ. უილიამსი (5), ედვარდსი (5), ლენგფორდი (4), კორნეტი (3), უოტერსი (3), პარკერი (2), პრიტჩარდი (2), ნესმიტი (0), ოჯელეი (0).
სერია: 2-0