ბროლაძემ და ბოლქვაძემ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ბროლაძემ და ბოლქვაძემ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

სოფიაში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრების გამოსვლა დადებითად ნამდვილად არ შეიძლება შეფასდეს.

ჩვენი გუნდის მხოლოდ ორმა მოჭიდავემ შეძლო მედლის აღება – ნიკა ბროლაძემ (67კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82კგ) ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა თამაზ ღლონტმა (55კგ), მაგრამ პრინციპულ დაპირისპირებაში ისიც დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.