ბროლაძე და ბოლქვაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ, ღლონტი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ბროლაძე და ბოლქვაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ, ღლონტი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს სპორტსმენები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – 60, 67, 72, 82 და 97 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ხუთი მოჭიდავე გავიდა: დიმიტრი ხაჩიძე (60კგ), ნიკა ბროლაძე (67კგ), თემურ ორჯონიკიძე (72კგ), აჩიკო ბოლქვაძე (82კგ) და ლაშა ბოლქვაძე (97კგ). რომელთაგანაც ნიკა ბროლაძე და აჩიკო ბოლქვაძე ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.

მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები 17:45 საათზე დაიწყება.

დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება. დღესვე მოგვიანიებით ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს თამაზ ღლონტი (55კგ).